7 თებერვალს, კავკასიის ბიზნესის სკოლის მოსწავლეები რელიგიის მუზეუმში დაესწრნენ საჯარო ლექციას თემაზე „დავითი, როგორც წმინდანი“.
ლექციის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდს და მის მიერ გატარებულ რეფორმებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დავით IV - ის მიერ განხორციელებული საეკლესიო რეფორმის, „დიდგორის ომის“, კულტურული აღმშენებლობისა და აღმავლობის შესახებ. მოსწავლეების მხრიდან დაისვა კითხვები, გაიმართა დისკუსიაც.
ლექციას უძღვებოდა კახაბერ ქამადაძე - არქეოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.