ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით უკვე მეექვსედ გაიმართა „აჭარის რეგიონული ლიგა“, სადაც, ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.
მონაწილე გუნდებს, ჩემპიონატამდე ჩაუტარდათ შესაბამისი ვორქშოპები და რეპეტიციები.
2025 წელს გამართულ აჭარის რეგიონული ლიგის სასკოლო ჩემპიონატში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - კავკასიის ბიზნესის სკოლა;
II ადგილი - ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა;
კავკასიის ბიზნესის სკოლა მადლობას უხდის კონკურსში ჩართულ ყველა მხარეს: მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და გულშემატკივრებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ლიგის ორგანიზატორებს და რეჟისორ ავთო ყურშუბაძეს.