შემოდგომა სკოლაში

შემოდგომა სკოლაში

#CSB-ში შემოდგომაც განსაკუთრებულია! 🍂


ხალისით, ჟრიამულით, სითბოთი და ჰარმონიული მუსიკის ნოტებით გავაცილეთ ფერადი შემოდგომა კავკასიის ბიზნესის სკოლაში.


შემოდგომის ღონისძიებების ციკლის ფარგლებში სკოლაში წარმატებით ჩატარდა მრავალფეროვანი  აქტივობები. მოსწავლეებმა თემატურად მორთეს სკოლის ეზო და ამოავლეს ჩურჩხელები. ხოლო, დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც, მუსიკისა და ქორეოგრაფიის პედაგოგ, თამილა ბერიძის ხელმძღვანელობით წარიმართა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თეატრალური და ქორეოგრაფიული ნომრები. 


ამ შთამბეჭდავმა ღონისძიებებმა სრულად მოიცვა სკოლის საზოგადოება: მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მათ.


ჩვენ #ერთად ვქმნით გარემოს, სადაც სწავლა და შემოქმედება ერთმანეთს ავსებს ✨

News

We use cookies and similar technologies to improve your user experience. By continuing to use this website, you agree to our Privacy Policy .