Class of #2024-2025

Class of #2024-2025

20 მაისს, მე-12 კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა. ყოველწლიურად, ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი დღეა სკოლაში.


ტრადიციულად, საზეიმოდ გავაცილეთ ჩვენი კურსდამთავრებულები. ღონისძიება დაიწყო დირექტორისა და პედაგოგების მილოცვით. მოსწავლეებმა კი გაიხსენეს განვლილი 12 წელი და მადლიერება გამოხატეს სკოლისა და მასწავლებლების მიმართ, გააკეთეს სახალისო სკეტჩები და  დადგეს ფლეშმობი. შემდგომ, უმცროსმა თანასკოლელებმა და სტუმრებმა სამახსოვრო წარწერები გააკეთეს მათ პერანგებზე.


სკოლის ეზოში გაიხსნა წლევანდელი კურსდამთავრებულების ,,ვარსკვლავიც". ასევე, კედელზე გაკეთდა გრაფიტი ხელოვნების პედაგოგ ლელა ხილაძის მიერ, სადაც, სიმბოლურად ამოიკვეთა თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი. 


განსაკუთრებული მადლობა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მრჩეველ, ნათია დევაძეს სტუმრობისთვის, რომელმაც გულთბილი მილოცვა გადასცა XII კლასელებს.


კავკასიის ბიზნესის სკოლა XII კლასის მოსწავლეებს გილოცავთ თქვენთვის ამ მნიშვნელოვან დღეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გისურვებთ ულევ წარმატებას!  

News

We use cookies and similar technologies to improve your user experience. By continuing to use this website, you agree to our Privacy Policy .