კავკასიის ბიზნესის სკოლის სამოქალაქო კლუბ “ამბიონის” წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში მნიშვნელოვან საინფორმაციო ტურზე იმყოფებოდნენ.
კლუბის წევრები ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ცონტე ანანიძეს შეხვდნენ. თავმჯდომარე მოსწავლეებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესის მნიშვნელობაზე, საბჭოს მუშაობასა და სამოქალაქო ჩართულობის როლზე ესაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს შენობაც, გაეცნენ მის ისტორიას და ინსტიტუციის ფუნქციონირებას.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული ფასეულობების გაღრმავებისთვის.